მაკა ზედელაშვილი, ნინო ბოსიკაშვილი

"Superposition"

უძველეს დროში, როდესაც გამოქვაბულის ადამიანის მოსავალს სეტყვა დაემუქრებოდა, განრისხებული ც ის მოსაგერიებლად ჯოხს იღერებდა და ყვიროდა.გასულ წელს, სოფელში ვნახე პატარა ბიჭი,რომელიც ფიწლით ხელ ში ცდილობდა იგივეს.ძველად ეს ყველაფერი ბუნებრივი და ლოგიკური იყო ,ხოლო მეორე შემთხვევა წარმოადგენს ტრადიციების თაობათა შორის უპირობოდ გადაცემულ უწყვეტ ჯაჭვს.წლების მანძილზე, ადამიანთა ინტელექტუალური რესურსი მიმართული იყო საკუთარი თავის, ღმერთების, საგანთა ღვთიური ბუნების შეცნობასა და გამართლებაში. ადამიანის მიერ ამოუხსნელის, არამიწიერის ძიებამ და პატივისცემამ შესაბამისი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. ეფექტის სიმძლავრის იდეალურ მაგალითად კი ეს ფიწლიანი ბავშვი დარჩება.გონებაში წლების მანძილზე რწმენა წარმოდგენებმა შექმნა კულტურული თუ სარწმუნოებრივი ალტერნატიური სამყარო ,სადაც რეალობისაგან გამიჯნულად,არსებობდა შეუცნობელი მოწყობის სამყარო. (მაკა ზედელაშვილი)

მეცნიერულ და ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე, სხვა სამყაროების თანაარსებობის თეორია ნელ-ნელა მტკიცდება და ახლა უკვე ბევრი მიზეზი მოიპოვება რომ მათი არსებობა დადასტურდეს.ახალ, ალტერნატიული სამყაროში, ხდება გონების გაფილტვრა და მაღალ ტექნოლოგიურ არსებებად ქცევა. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რაციონალურ აზროვნებაზე და ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ივიწყებს ძველი რწმენებს და აყალიბებს ახალ ღირებულებებს. ვითარდებიან და ღმერთებივით ქმნიან სამყაროების ენერგიებს, გონს, ხელოვნურად წარმოქმნიან მას და მანიპულირებენ. რაც თავის თავში მოიცავს ალტერნატიულ სამყაროს.ერთის მხრივ, არსებობს ფიზიკური მულტისამყაროები, სადაც არსებები ქმიან რაღაც ახალს და შეუცნობელს. მეორეს მხრივ, ადამიანი ქმნის თავის გონში ალტერნატიულ სამყაროს რომელსაც შემდგომ ანვითრებს, რაც გულისხმობს, განყენებულად თავისთვში არსებობას და ასევე, ადამიანი ფიზიკურად ქმნის და გვთავაზობს ალტერ სამყაროს. (ნინო ბოსიკაშვილი)