სასიყვარულო წერილი დედამიწას

მხატვრები:
ვერონიკა გეშიცკა
კაროლინა გრჟივნოვიჩი
დიანა ლელონეკი
კურატორი: კატარჟინა საგატოვსკა

2020 წელი მრავალ ჩვენგანს დაამახსოვრდება, როგორც იზოლაციის, დისტანცირებისა და შიშის წელი. დაგვამახსოვრდება, როგორც კონფრონტაციისა და მომწიფებული ცვლილებების წელი. ცვლილებების, რომელიც ეხება ყველაფერს - პირად სივრცეს, სოციალურ-პოლიტიკური სფეროსა და გარემოს დაბინძურების პრობლემებს, კლიმატური კატასტროფის მოახლოებას რომ გვიქადიან. ეს საკუთარი ადგილის ძიების წელიც იყო, ადგილის, სადაც თავის შეფარება და სულის მოთქმა იქნებოდა შესაძლებელი. ბევრი ადამიანისათვის ასეთი ადგილი ბუნება აღმოჩნდა. თითქოს, დავაფასეთ თუ რამდენს ნიშნავს მზის სხივის სახეზე მოლამუნება, ტყის ბილიკზე გასეირნება თუ ხის ფოთლებში, ტოტზე მიყუჟული პატარა ჩიტი.
ეს გამოფენა პირველ რიგში სიყვარულის ახსნაა. სიყვარულის ახსნა ბუნებისადმი, პლანეტა დედამიწისადმი. ზრუნვით, ეჭვებითა და შფოთვით აღსავსე სიყვარულის ახსნა. ეს ამბავია, ამბავი ადამიანისა და ბუნების რთულ ურთიერთობაზე, სადაც ბუნება თავის დაკარგულ ხმას იბრუნებს. ეს პროექტი ექსპერიმენტიცაა. ერთი შეხედვით, ბუნებისთვის სიყვარულის ახსნა ვირტუალურ სივრცეში სარისკო საქმეა. მიუხედავად ამისა, როდესაც სახლებში ვართ გამოკეტილი, როდესაც კულტურაც ჩაკეტილია, ეს იდეა ერთგვარ შესაძლებლობას წარმოადგენს - სიმბოლური „თეთრი კუბიდან“ გამოღწევის შესაძლებლობას. ეს აგრეთვე თანამედროვე სამყაროში ხელოვნების ადგილზე და ხელოვანის როლზე დაფიქრების შესაძლებლობაცაა. გამოფენაში მონაწილეობისათვის მხოლოდ ქალი ხელოვანების მოწვევა, იმ საჭიროებას უსვამს ხაზს, რომ ქალების კუთვნილი და ხელოვნებისთვის აგრერიგად ფასეული ხმა მათ ისევ უნდა დაუბრუნდეთ.
გამოფენის ვირტუალური სივრცე ბგერებითაა გაჯერებული. ამ ბგერათაგან ზოგიერთი იმ ფრინველთა ხმაა, რომლებიც უკვე გადაშენებულად ითვლებიან. მათ ხმას ჩვენ იმ საბოლოო მოწოდებად (final call) ვთვლით, რომლის უპასუხოდ დატოვებაც არ გვსურს.

კონცეფცია და დიზაინი: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე;
დეველოპერი: ალექსანდრე ლაშხი
ვებ დეველოპერი: გიორგი იაშვილი
პროექტის მხარდამჭერია ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორია გალერეა Jednostka.

 
ინსტრუქციები:
გადაიყვანეთ თამაში full screen mode – ზე;
დააწკაპუნეთ ეკრანს;
სასიარულოდ გამოიყენეთ:
w – წინ, s – უკან, a – მარცხნივ, d – მარჯვნივ ან ისრები.
მაუსით ასწორებთ ხედვის მიმართულებას.