ყურადღება!

დაიწყო განაცხადების მიღება თბილისის ონლაინ ბიენალეს რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე ნებისმიერი ასაკის ხელოვანს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე;

რეზიდენციის ხანგრძლივობაა ერთი თვე;

რეზიდენციაში ერთი თვის მანძილზე ხელოვანი მუშაობს კონკურსში შერჩეულ შემოტანილ იდეაზე. ნამუშევარი/ნამუშევრის დოკუმენტაცია რეზიდენციის ბოლოს წარმოდგენილი იქნება ონლაინ გამოფენაზე.

რეზიდენტის სტიპენდია შეადგენს 1000 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის და საპენსიო შენატანის ჩათვლით.

რეზიდენტის სტიპენდია მოიცავს რეზიდენციაში მუშაობის ჰონორარს და სურვილის შემთხვევაში ნამუშევრების საწარმოებელ თანხებს.

მისაღებია შემდეგი მიმართულებები: ფერწერა, გრაფიკა, ნახატი, სივრცული ინსტალაცია, ობიექტი, ფოტოგრაფია, ვიდეო, პერფორმანსი, ნიუ მედია და ციფრული ნამუშევარი.

მოთხოვნის შემთხვევაში, რეზიდენციისთვის შერჩეულ მხატვარს, ერთი თვის მანძილზე სახელოსნოდ დაეთმობა თბილისის მერიის სახელოვნება სკოლების სივრცე. სურვილის შემთხვევაში, ხელოვანს შეუძლია იმუშავოს სახლში ან საკუთარ სახელოსნოში.

განაცხადის გამოგზავნის ბოლოს ვადაა 2020 წლის 15 აგვისტო.

რეზიდენციის პირველი ნაწილი დაიწყება 20 აგვიტოს. მეორე ნაწილი დაიწყება 20 სექტემბერს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შესარჩევ კონკურსში მონაწილოების მისაღებად გთხოვთ გამოგზავნოთ განაცხადი, პორტფოლიო (არაუმეტეს 5 mb) და cv შემდეგ მისამართზე: tbilisionlinebiennale@gmail.com

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა,ვებსაიტი (არსებობის შემთხვევაში).

გესაჭიროებათ თუ არა სახელოსნო?

რომელ თვეში გირჩევნიათ რეზიდენციაში მონაწილეობა? აგვისტო/სექტემბერი.

ინფორმაცია რეზიდენციის პერიოდში განსახორციელებლი პროექტის შესახებ

პროექტის აღწერა

(არაუმეტეს 200 სიტყვისა)

"თბილისის ონლაინ ბიენალეს" ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.