ელენე რაქვიაშვილი

"ფონი", ტილო, აკრილი, ზომა: 600 X 300 სმ

ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით მკვეთრად ისახება მასმედიის ჩართულობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში;
მწვანე ეკრანი როგორც ილუზიის შემქმნელი საშუალება , იხმარება ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების შესაქმნელად და აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები. მას შეუძლია შექმნას ირეალური სამყარო და მნიშვნელოვნად შეცვლოს ადამიანთა ობიექტური დამოკიდებულება სხვადასვა მოვლენების მიმართ. ჩვენ ვხდებით მას მედიის მიერ ხელოვნურად შექმნილი ანტურაჟის გავლენის ქვეშ ისევე როგორც მწვანე ფონით იქმნება ნემისმიერი სამყარო და მოვლენა ეკრანზე.
ჩვენ რას ვხედავთ ,რა ინტერპრეტირებას ვუკეთებთ , ვხედავთ რეალურ მწვანე ფონს თუ განსაზღვრულ სტერეოტიპული გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. რა არის მწვანე ფონის მიღმა ჩვენი არჩევანია.