ბორენა ნაჭყებია

"კვეთა", ტრიპტიხი, საერთო ზომა: 150 X 350 სმ

ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია ხდება კვეთაზე. კვეთა არის ბალანსი, გადაწყვეტილება, ფაქტი.
კვეთას გრაფიკულად ქმნიან ხაზები. ხაზები როგორც მიმართულებები და მოცემულობები, რომლებიც ვექტორებად, მოცემულობებად თანაარსებობენ სხვადასხვა მიმართულებებით, დროსა და სივრცეში.
კონკრეტულმა ხაზმა, ლაქამ, ფერმა, ფორმამ, კონკრეტულმა მოცემულობამ, მიმართულებამ შესაძლებელია სრულიად განსხვავებული ასოციაცია გაგვიჩინოს. მძაფრად გაგვახსენოს უკვე არსებული და განცდილი მდგომარეობები ან სრულიად განსხვავებული და უცხო შეგრძნება განგვაცდევინოს, რაც უკვე არის კვეთა.
კვეთის წერტილმა შეიძლება შექმნას დეჟავუ ან შთაგონება.
გამოყენებული ვიზუალები ინსპირირებულია გეოლოგიური რუკებით და ადამიანური ბიო მასებით. ყველაფერი ლოკალური იმეორებს გლობალურს. შესაბამისად რუკების მსგავსადაა ადამიანის გენეტიკური მასალაც მოწყობილი და შესაბამისად მისი განცდები და ასოციაციები მიყვება ბუნებრივ მოცემულობებს და რითმს.