მანანა კობახიძე

„ექს-მანქანა ანუ ნორმების კოდირება“, ვიდეო, ხანგრძლივობა 2:00

ჩემი კვლევის მიზანია დავაკვირდე სოციალური ნორმებს და ცრურწმენებს (წინასწარ განსაზღვრულ მოსაზრებებს), ამისთვის ყველაზე გავრცელებულ ფენომენს მივყევი: დამოკიდებულებას ქალის მიმართ საქართველოში. რა იწვევს ან რა განსაზღვრავს ქალის როგორც რეპროდუქტიული ობიექტის=მანქანის აღქმას.
სოც-ეკონომიკური ნორმებით, ქალმა შეითავსა ყველა ფუნქცია თუმცა გამჯდარი ნორმა, რომ კაცი უნდა ყოფილიყო შემომტანი და ქალი რეპროდუქტიული ობიექტი, მყარად გაიდგა ფეხი ქართულ ცნობიერებაში.
ფოკუსირება გავაკეთე თამაშზე/ პაზლზე ამ ნორმებზე დაფუძვნებით. რა არის მიღებული კანონი რაიმის კეთების და საჭიროა თუ არა ამ მიღებულ კანონს ან ნორმას მივყვეთ თუ გვაქვს არჩევნის საშუალება? აქვს თუ არა ქალს ამ შემთხვევაში არჩვენის საშუალება.
ამისთვის მინდა ორიდან ერთ-ერთ ხერხს მივმართო(დმაოკიდებულია კვლევაზე): 1//თამაში, რომელიც მოგვცემს საშუალება თავისუფლად ავირჩიოთ გზა, ან მივიღოთ გადაწყვეტილება; 2// თვით გენერირებული იმიჯები კოდირების საშალებით რომელზეც ზეგავლენას ვერ ვახდენთ, ის მანქანაა რომელიც ერთგვარად “აჯანყდა” ჩვენს წინააღდეგ.
ნებისმიერი გზის არჩევის შემთხვევაში ჩვენ მაინც მივიღებთ რაიმე შედეგს ან შევადგენთ რაიმე დასრულებულ პაზლს. სოციუმში მჭიდროდ გამჯდარი ნორმების დარღვევის ერთ ერთი გზა ამ ნორმებით მანიპულირებაა/ თამაშია.პაზლი შეიცავს იმიჯებს და მოსაზრებებს, ჩანახატებს.
ჩემთვის საინტერესოა იმის კვლევა თუ რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ამა თუ იმ გზას, რატომ არ გამოდის ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ არჩეული გზით, წინასწარ განსაზღვრული კანონების მორჩიელბით, შედეგის მიღება. თამაშის მიზანი ზუსტად ამ ლაბირინთების კვლევა ან დაკვირვება, პაზლი რომელსაც არ ექნება არც დასაწყისი და არც ბოლო, შეიძლება ფრუსტრირებაც კი გამოიწვიოს თავისუფლად არჩევის შესაძლებლობამ. შედეგი არ არის მნიშვნელოვანი, ძირითადი მიზანი არის სხვადასხვა ელემენტების მოსინჯვა და პროცესი.