კონსტანტინე ჯინჭარაძე

"შეჩერებული წამები", ინსტალაცია, მინა ბაზალტის ქვა, ფორმოპლასტი,
ზომებიX100 X 60მ X 60, სიმაღლე იატაკიდან 180 სმ.

პროექტის იდეა წარმოიშვა პანდემიის პერიოდში, დღეს ეს მსოფლიო გამოწვევა ათიათასობით მსხვერპლის ფონზე სერიოზული წუხილის, შფოთის და განსჯის თემაა სხვადასხვა პროფესიის მილიონობით ადამიანისთვის
პროექტის იდეის ინსპირაცია მოიტანა ერთის მხრივ, როგორც თანამედროვე სამყაროში არსებული ფასეულობებისა და რეალიების გადაფასებების პროცესმა ასევე სურვილმა გამეკეთებინა ავტორისეული კვლევების ვიზუალური ინტერპრეტაცია
„შეჩერებული წამები“ წარმოადგენს მინიმალისტურ სივრცით ინსტალაციას, როგორც მხატვრული კვლევის ექსპერიმენტს დროის ვიზუალიზაციაზე, სამყაროს სისტემურ მოდელში.
ჰორიზონტალურად განლაგებული კვადრატული მინის შრეების ერთობლიობა ქმნის გამჭვირვალე მრავალსართულიან კუბს, სადაც გაბნეულია დროითი განზომილებები. ადამიანთა ყოველდღიური, ყოველწამიერი დროის სვლა თითქოს შეჩერდა და მრავალფეროვანი წამები, როგორ სიცოცხლის ელემენტარული ნაწილაკები სივრცეში გაჩერებულ ქვიშის საათს მოგვაგონებს დროის მატრიცის სიმბოლოებად აღიქმება.