ნინო იაშვილი

"საუბარი ჩრდილთან", თაბაშირის ფიგურა, 200 სმ.

სტრესი, დეპრესია, შფოთვები, გაურკვევლობა - თითქოს, ყოველდღიური რუტინა გახდა თანამედროვე სამყაროში. თითქოს, ასეც უნდა იყოს და არაფრის შეცვლა აღარაა საჭირო. მივეჩვიეთ, გავითავისეთ, გავისიგრძეგანეთ სხეულით, გონებით, ფსიქიკით, სულით. რას განიცდის ადამიანი ამ დროს? რას ფიქრობს?
„საუბარი ჩრდილთან“ - არის ინსტალაცია, რომლის საშუალებითაც შევეცადე გამომეხატა ადამიანის მდგომარეობა დღევანდელ სამყაროში.
ჩვენ მუდმივად ვეჯახებით საკუთარ ჩრდილს დღისით და ღამით. საკმარისია პატარა სინათლის ნაპერწკალი და ჩვენი მეც, ჩრდილის სახით, მაშინვე გარეთ გამოხტება - ხან ფერს იცვლის, ხან ფორმას, ხან ორივეს ერთად.
გამოვუშვათ ნაპერწკლები.
დავინახოთ გარედან შინაგანი მე.
გავიცნოთ - მას ხომ ხშირად სახელიც კი დაკარგული აქვს სახესთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ჩვენ, ადამიანებს, ამ სამყაროში გვემართება.