თორნიკე გოგნაძე

"კოსმოსური სადგური", ობიექტი, აბრეშუმი, უჟანგავი ფოლადი, ნაწრთობი მინა, ენდრო, ზომა 150X150 სმ.

კარანტინის პერიოდში, როდესაც ერთ სივრცეში მომიწია ყოფნა, ჩემი ოთახი იქცა მთელ სამყაროდ და აღმოვაჩინე, რომ პირველად სივრცემ დროზე გაიმარჯვა. დავიწყე ამ ყველაფრის კვლევა, დაკვირვება და შესწავლა... აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოთახი შეიძლება იმაზე დიდი ყოფილიყო, ვიდრე მთელი მის იქით დარჩენილი ცოხვრება. ამის გააზრებაში ჯორჯ პერეკის ,,Species of Spaces and Other Pieces” დამეხმარა. როდესაც ვიზულურად წარმოსახვას ვიწყებდი საკუთარ თავს სიბრტყეზე მოცემულ წერტილად ავღვიქვამდი, დავიწყე ამ ფორმებით ჩანახატების კეთება და ზუსტად ამ პერიოდში - გაჩნდა გამოსახულბა, რომელიც შემდგომ აბრეშუმზე, ენდროს დახმაებით, დავიტანე.