დავით ჩიხლაძე

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი

- ახალი საუკეთესო მარტივი ცხოვრება (პომპეის ფრესკებს), ვიდეო, 13:51
- ახალი საუკეთესო მარტივი ცხოვრება - ექსტრა რეპეტიცია, ვიდეო, 5:04
- ახალი საუკეთესო მარტივი ცხოვრება - ინტრო, ვიდეო, 9:09
- ახალი საუკეთესო მარტივი ცხოვრება - ფრაგმენტი, ვიდეო, 0:34

ახალი საუკეთესო მარტივი ცხოვრება - ნაპოვნი წარწერა რეციკლირების დიდი შავი ცელოფნის ტომარაზე - თეატრის ამჟამინდელი სამუშაოს სათაური და კონცეფციაა, რომელიც დაიწყო რიჩარდ ფორმანის დღიურებით. ტექსტის ზოგიერთი ფრაგმენტი დეკონსტრუირებული და გადატანილი იქნა მოძრაობის ფრაგმენტებში და კვლავ შეიკრიბა ახალი ფორმებისა და მნიშვნელობების მისაღებად. სცენოგრაფიულად ნაწარმოები განისაზღვრება ყოველდღიური ან ზედაპირული მგრძნობელობისთვის, კაბარეს მსუბუქი და მარტივი მიზანსცენებით, შოპინგ მოლის ყოველდღიური მზა სამოსის ესთეტიკის გამოყენებით.
მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობს რელატივისტური სინთეტიკის პლატფორმაზე. ის იღებს საგნებს, ახდენს მათ დეკონსტრუირებას და ტვირთავს მათ სრულიად ახალი, რეციკლირებული და თავისუფალი შინაარსებით. თეატრის ჯგუფი მიმართავს კარნავალიზმისა და დიალოგის მეთოდს სხეულისა და გონების სიახლოვის მისაღწევად, მოქმედებისა და ტექსტის ურთიერთშეღწევისათვის, და ზოგჯერ ერთდროულად იყენებს ორ საპირისპირო სცენას ანდა აგრძელებს მუშაობას რეპეტიციებზე, რომლებსაც წარმოადგენს როგორც სპექტაკლებს.
მონაწილეობენ: ნუცა იაშვილი, ანა კალანდარიშვილი, ქეთო ტატიშვილი, თამარ კორკოტაშვილი, ნიკა შანავა, ელენე მელიქიძე, ლაკო მაჭავარიანი, ნინი კაპანაძე, გიგი ლორია, სალომე ფილიშვილი, მარიამ ჭოლოკავა
ავტორი და რეჟისორი: დავით ჩიხლაძე
ასემიური წერა-ქსოვა: დავით ჩიხლაძე და ცისია როსტიაშვილი
კამერა: ივა ჩიტიძე
საგნობრივ-ორიენტირებული პროექტი: სიტყვები სიტყვები სიტყვები - დრო - დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი - არტ ვილა გარიყულა; თბილისის ზღვა, 2020
მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი დაარსდა1994 წელს თბილისში. 1996 წელს კომპანიის ვორკშოპები წარმოდგენილი იქნა: ქეპიტოლ სითი პლეიჰაუზში(ოსტინი, ტეხასი), ჰეფი გალერიში (ბელგრადი, იუგოსლავია). 1997-99 წლებში თეატრი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ბალეტის სკოლაში. 1999 წლიდან თეატრის სამუშაო პლატფორმა წარმოდგენილი იქნა ნიუ-იორკის თეატრებში: Collective:Unconscious, Here Arts, Theater Et Al, Chocolate Factory. 2002 წელს თეატრის კოლექტივმა მოწვევა მიიღო მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკის საერთაშორისო ფრინჯ ფესტივალზე.
2008 წელს მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ბაზაზე. 2009-2013 წლებში კომპანია პერიოდულად უძღვებოდა სახელოსნოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2015 წელს ნიუ-იორკის საერთაშორისო კულტურის ლაბორატორიამ მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრთან თანამშრომლობის შედეგად დააფუძნა თანამედროვე ექსპერიმენტიული და ფიზიკური თეატრის ყოველწლიური ფესტივალი "კონი აილენდის რიტუალური კაბარე".
2020 წლიდან მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობას აგრძელებს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
დამფუძნებელი სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით ჩიხლაძე
სამხატვრო ხელმძღვანელი - ნუცა იაშვილი
თეატრის მმართველი დირექტორი - ანა კალანდარიშვილი
www.margotheatre.com