ანა ჩადუნელი

"საშინელი სიზმრები", ინსტალაცია, ზომა სივრცეში 200 X 300 სმ, შერეული ტექნიკა, ფერწერა, ქვიშა, თიხა, ფერწერის ზომა 100X80 სმ.

ჩემი მხატვრული კვლევის საგანი ზღაპრული სამყაროების სტრუქტურებია - ერთგვარი დისტოპიური, პოსტ-აპოკალიპტური სივრცეები. ისინი მისტიკის (მოჯადოებული რეალობები) და ფანტაზიის შრეებითა ფორმირებული.
ნარატივები სხვადასხვა მედიით (ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, ვიდეო) იქმნება, სადაც ობიექტები და ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთში იჭრება. ამ „რეალობებში" როგორც აღნიშნულ მოტივებსა და თანამონაწილე მნახველს შორის საზღვრებიც კონვენციურია.
სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში მხატვრული კვლევის კონცეპტუალური საზღვრები ჰიბერნეციულ მდგომარეობას უკავშირდება, რომელშიც მსოფლიო მოქალაქეები მოულოდნელად აღმოვჩნდით - ახალი ცხოვრების რეჟიმი ჯერ კიდევ ბუნდოვანია: არავინ იცის როდემდე შეგვეზღუდება გადაადგილებას თავისუფლება და როდემდე მოგვიწევს მიკრო სამყაროებში დარჩენა.
ნამუშევარი შექმნილია რეზიდენციის პერიოდში სახელონოსნოში, გამოყენებულია სხვადასხვა ტექნიკა ფერწერა, ინსტალაცია, თიხის სკულპტურები რომელიც ერთ მთლიან ნამუშევარს ქმნიან. ნამუშევარის მიზანია მნახველმა იგრძნოს თავი როგორც ამ ისნტალაციის ნაწილად ერთერთ ზღაპრის პერსონაჟად, ამასთანავე მცდელობა რომ სახელოსნო გადაიქცეს პატარა საგამოფენო სივრცედ.