მარიამ აქუბარდია

„მხოლოდ სუბტროპიკული წვიმები ჩააქრობენ ვულკანებს“, ტილო, ზეთი, 160X110 სმ.

ნამუშევარი ეხმიანება გარემოსთან ადამიანის გაუცხოებას და მეხსიერებებს ომზე და მის შემდგომ პერიოდს.
სახლი როდესაც დავტოვეთ და მოსაზღვრე სოფელს შევაფარეთ თავი, იქიდან ჩანდა სახლები თუ როგორ იწვოდა და ღამე ცაში როგორ ნათდებოდა აფეთქებები. ასევე, ნამუშევარი ერთგვარი ილუსტრაციაა თუ როგორ გვიწევდა სახლის და დარჩენილი ოჯახის წევრების მოსანახულებლად მდინარით საზღვრის გადაკვეთა. ნამუშევარში გამოსახული პერსონაჟები კი ორ, ურთიერთგამომრიცხავ მდგომარეობას გამოხატავენ - გარემოსთან თანაარებობენ, მაგრამ ისინი ამ გარემოს არ ეკუთვნიან. სადღაც, ზედაპირზე ტივტივებენ და მათ გონებაში ადგილს რეალობაზე მეტად მეხსიერებები იკავებენ.